რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) საუდის არაბეთში პირველად ქალებს სტადიონზე წასვლის ნება დართეს. ინფორმაციას სააგენტო „Reuters"-ი ავრცელებს.ქალებს მიეცათ შესაძლებლობა მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონი მოინახულონ. საზეიმო კონცერტზე 11 მუსიკოსი გამოვიდა, იყო ფეიერვერკი და ტრადიციული ხალხური ცეკვების წარმოდგენა.

„მე პირველად ვარ სტადიონზე და ახლა ვგრძნობ თითქოს ყველგან წასვლა შემიძლია" , - ამბობს 25 წლის სულთანა.

18 სექტემბერს „Arabian Business"-ი იტყობინებოდა, რომ საუდის არაბეთის ისტორიაში, პირველად ქალები ავიადისპეჩერად მუშაობას შეძლებენ. 2013 წლის ივნისში ტელეარხი „ალ-არაბია" ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთში პირველი ავიადისპეჩერი ქალები გამოჩნდნენ.

ქვეყანაში ქალთა უფლებები შეზღუდულია. მათ მგზავრობის, განათლების მიღების, დასაქმებისა და ქირურგიული ჩარევის თაობაზე უფლება მამაკაცისგან უნდა მიიღონ. მათ ასევე არ აქვთ ავტომობილის მართვის უფლება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×