რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, ლევან დოლიძემ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის კრიზისის შემდეგ არ არის გასაკვირი,რომ რუსეთი ტერორიზმის საფრთხეს გაუტოლეს.

„ლოგიკურად მიმაჩნია,რომ ტერორიზმი და რუსეთის ფედერაცია თანაბარი მნიშვნელობის საფრთხედ დაასახელეს, მათ შორის ვარშავის დეკლარაციის მიერ.საქართველოში და უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ რუსეთი აღიარებულია მნიშვნელოვან საფრთხედ, ამ აგრესიამდე რუსეთი განიხილებოდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პარტნიორად" , - განაცხადა ლევან დოლიძემ.

ლევან დოლიძე ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზეც საუბრობს და კონსოლიდაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„ნატო-ს წევრობა არ არის აკვიატება. რუსეთი ავრცელებს მითს,რომ ნატოში გაწევრიანება საფრთხის შემცველია და მეტი პრობლემა შეგვექმნება. ეს მითი სამწუხაროდ მუშაობს. ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყნისთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია და არ უღირთ მის წინააღმდეგ წასვლა" , - განაცხადა უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×