რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მისაღებად რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

„კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14:00 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს" , - აღნიშნულია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×