რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) თელავის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი ალექსანდრე ესიტაშვილი, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ რეგიონის სოფლებში რამდენიმე გამგებლის წარმომადგენელი დაკითხა.ალექსანდრე ესიტაშვილი კახეთის სამხარეო სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თელავის გამგებლის წარმომადგენელის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×