რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში, ე.წ. არჯევანიძეების ტყეში დაკვამლიანებამ იმატა, გაძლიერდა ქარიც. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობას განაგრძობს 3 ვერტმფრენი, მათ შორის ერთი აზერბაიჯანულია. წაღვერის რაიონში უახლოეს საათებში თურქულ ავიაციასაც ელოდებიან.

რთული ვითარებაა მზეთამზის ქედზეც, დილის 07:00 საათიდან სასაზღვრო პოლიციის, კერძო კომპანიისა და აზერბაიჯანელების ვერტმფრენი მუშაობს. ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება, თუმცა ტერიტორიაზე დაკვამლიანება ისევ რჩება.

წაღვერში ხანძარი უკვე მეორედ, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ამჯერად ცეცხლის გაჩენის მიზეზად მეხის ჩამოვარდნა სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×