რეზონანსი
24.09.2017

 (რეზონანსი) რუსეთში მძღოლებს ღამის საათებში „მანათობელი" ტანსაცმლის ჩაცმას აიძულებენ. „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის შსს-მ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების პროექტი შეიმუშავა. ამ ეტაპზე საკანონმდებლო ცვლილების სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ღამით, ან ცუდი ხილვადობის პირობებში, სამართალდამცველების მიერ ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლამდე უნდა ჩაიცვას სპეციალური ქურთუკი, რომელსაც მანათობელი ზოლები ექნება.

საკანონმდებლო ცვლილების ავტორები აცხადებენ, რომ ბოლო დროს ავტომობილიდან გადმოსულ მძღოლებზე დაჯახების სტატისტიკა საგანგაშოა. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ასეთი 66 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მონაცემებზე 5 %-ით მეტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×