რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ერთი თვის წინ გაჩენილ ხანძრებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ვერსია განიხილება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განაცხადა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება.

"გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ჯერჯერობით ვერაფერს ვერ დავაკონკრეტებ. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადგილას აღმოჩნდა მოჭრილი მორები. აქ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით, სანამ გამოძიება ამას პასუხს არ გასცემს", - ამბობს მალანია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×