რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

მან უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება დღეს დაწერა. კაკულია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" იყრის კენჭს, ის პარტიული სიის პირველი ნომერია.

"ნამდვილად მეამაყება, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. 2015 წელს მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს. თუ აქამდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ, ამ პროექტის დასრულების შემდეგ ის ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს. ასევე, განხორციელდა ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რისთვისაც 22 მილიონი ლარი დაიხარჯა, მოწესრიგდა მუნიციპალური ნაგავსაყრელი, გადაიხურა და რეაბილიტირდა ათეულობით კორპუსის ეზო, ასევე შიდა საკანალიზაციო ქსელი. რაგბის სტადიონი და ქალაქში არსებული მინი-სტადიონები მოეწყო. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, კაკულია ფოთის პირველი არჩეული მერია, რომელმაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×