რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) ქუთაისში, ფალიაშვილის 4 ნომერში მდებარე სილამაზის სალონები წუხელ გაძარცვეს. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთი სალონის თანამშრომელმა ნაირა ჩარქსელიანმა განაცხადა, დილით სალონის სალაროდან 500 ლარი წაღებული დახვდა.

მისი თქმით, მძარცველებმა სამი სალონი გატეხეს, თუმცა დანარჩენ ობიექტებში თანხა ვერ იპოვეს, ინვენტარი კი არ წაუღიათ.

პოლიცია ადგილზე უკვე იმყოფებოდა. დაწყებულია გამოძიება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×