რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული. ისინი ცოცხალი ჯაჭვით ხალხის ნაკადის შეჩერებას ცდილობენ.

მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ და ამბობენ, რომ თურქმა მებაჟეებმა გაურკვეველი მოტივით უკან მოაბრუნეს და რამდენიმე დღიანი დეპორტაცია გაუკეთეს.

ასევე მათი ნაწილი ამბობს, რომ დღეს დილით თურქმა მებაჟეებმა საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომლებიც შემდეგ თურქული სასწრაფო დახმარების ავტომანქანით წაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, პრობლემა იმ მოქალაქეებს შეექმნა, რომლებმაც საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთეს, ნეიტრალურ ზონაში სიგარეტი შეიძინეს და თურქეთში გადატანას შეეცადნენ.

მისივე განმარტებით, თურქეთის მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც, თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ექვსის ნაცვლად ერთი გასასვლელი და შემოსასვლელი მუშაობს, რაც რიგებს იწვევს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×