რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა იქნება.

27 სექტემბერს დღის მეორე ნახივრიდან და 28 სექტემბერს საქართველოში ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

29 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.

1 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა 3 - 5 გრადუსით მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×