რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) იტალიის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველების დაჯგუფება დააკავეს. იტალიური გამოცემა La Stampa-ს ცნობით, 28 ადამიანი იტალიასა და გერმანიაშია დაკავებული. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლიდან დაჯგუფებას ტურინის, სავონას, ალესანდრიას, კუნეოსა და პავიას პროვინციებში სულ მცირე 85 სახლი და ოფისი აქვთ გაქურდული.

როგორც გამოცემა La Stampa წერს, დაჯგუფება ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივ კლანს წარმოადგენს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, სადაც მოპარული ნივთები საქართველოში გაგზავნამდე ინახებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×