რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) ბათუმის 23-ე საჯარო სკოლას, რომელიც მახვილაურის დასახლებაში მდებარეობს, აზიური ფაროსანა შეესია, რის გამოც ორ საკლასო ოთახში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და ბავშვები სხვა ოთახებში გადაიყვანეს.

დირექციის გადაწყვეტილებით 9 და 12 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები პირველ სართულზე ალტერნატიულ საკლასო ოთახში ჩაუტარდათ.

მოსწავლეები აცხადებენ, რომ სკოლაში დილით მოსულებს საკლასო ოთახში დიდი რაოდენობით ფაროსანა და სპეციფიური სუნი დახვდათ.

მათივე განმარტებით, მსგავსი შემთხვევა ორი წლის წინაც დაფიქსირდა. როგორც საჯარო სკოლაში განმარტავენ ფაროსანა საკლასო ოთახებში სკოლის მიმხებარედ თხილის პლანტაციებიდან გადმოვიდა.

აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დღესვე მოხდება ფაროსანას სპეციულური ხსნარით შეწამვლის სამუშაოები. სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქის გამწვანების სამსახური ახორცილებს.

აზიური ფაროსანას გამოჩენა სკოლაში, ადგილობრივების განცხადებით, შენობასთან არსებულმა თხილის პლანტაციებმა განაპირობა. მავნებელი ბათუმის 28-ე და 31-ე საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზეც დაფიქსირდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×