რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტის უპატივცემულობის გამოხატულებაა.

"ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი. პირველი პრეცედენტი შექმნა მარგველაშვილმა იმის, რომ ის პარლამენტის რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებას და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა უნდა დანიშნოს. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის ასევე, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება, თუმცა ამას მიჩვეული ვართ", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენმა, გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი განაცხადა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით გუშინ მიმართა. პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარება 26 სექტემბრისთვის სურს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×