რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფის მიმართ თურქი მებაჟეების მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობას ეხება, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტელევიზიის ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი და ოპერატორი ანდრო ქაჩიბაია პოლიციის გონიოს განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველები მათ დაკითხავენ. დაგეგმილია ასევე ექსპერტიზაც.

ცნობისთის, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟეებმა გადასვლის საშუალება არ მისცეს და პასპორტი და ტელეფონი წაართვეს. ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×