რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 28 სექტემბერს თავის თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

"28 სექტემბერს ანკარაში სამუშაო შეხვედრაზე რეგიონალური და ორმხრივი დღის წესრიგის განხილვაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ პუტინს 28 სექტემბერს შეხვდება.

"ორშაბათს, პუტინთან სატელეფონო საუბარი მექნება და ხუთშაბათს ვახშამი",- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანსა და პუტინს შორის ბოლო შეხვედრა გერმანიაში „დიდი ოცეულის" სამიტზე შედგა. ორი ქვეყნის ლიდერებმა სირიის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, თურქეთის ნაკადის პროექტის განხორციელებასა და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე იმსჯელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×