რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან წარგზავნილ მოსართლეობის სამ კანდიდატთან - ლადო ჭანტურიასთან, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავასთან ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება.

გასაუბრება სამეტაპიანი კონკურსის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, რომლის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსაგზავნი მოსამართლის სამი კანდიდატურა წარადგინა. კანდიდატები ევროსაბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის მიერ დადებითად შეფასდნენ. ამით საქართველოში შიდა შესარჩევი პროცედურები დასრულდა.

კონკურსის მეორე ეტაპზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის წევრები გასაუბრებისას ერთ ან ორ კანდიდატს შეარჩევენ. კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ კანდიდატებს ან კანდიდატს მესამე ეტაპზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს, რის შემდეგაც საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×