რეზონანსი
25.09.2017

 (რეზონანსი) მარნეულის შესასვლელში მეორადი ზეთის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ზეთით სავსე ავზებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია მარნეულის ორი და კოდის ერთი სახანძრო ბრიგადა.

ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის ლიკვიდაციას მარნეულისა და კოდის ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები აწარმოებენ.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×