(რეზონანსი) წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მან თვითმკვლელობის მიზნით ცეცხლი განზრახ გააჩინა და თავი დაიწვა.
გარდაცვლილის მეზობლების თქმით, 88 წლის ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა.
,,მარტო ცხოვრობდა სახლში. ერთი შვილი თბილისში ცხოვრობს, მეორე -მოსკოვში. ამბობდა რომ სიცოცხლე არ უნდოდა. ძლიერი ხანძარი იყო, თუმცა, სახანძრომ ცეცხლი მალევე ჩააქრო", - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა მზია დახუნდარიძემ.
ადგილზე რამდენმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს.