რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) საბერძნეთის პროფკავშირების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა მედიასაშუალებაში 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს.

დღეს დილის 6 საათიდან ხვალ დილის 6 საათამდე რადიოს და ტელევიზიით ახალი ამბების გამოშვება არ გავა, საინფორმაციო საიტებიც არ მუშაობს.

გაფიცულები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მედიასაშუალებების თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის გადარჩენა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×