რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) საქართველო-დაღესტნის საზღვარზე აფეთქების შედეგად ერთი ქართველი მესაზღვრე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

შსს-ს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის ბალონის აალებამ გამოიწვია.

დაშავებულები, თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან გადმოყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×