რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება და არც ერთი დღით არ გადაიდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე საუკეთესო შვეიცარული კომპანია მუშაობს და ტექდათვალიერების შემოღება ეტაპობრივად მოხდება.

„ამ პროექტზე ერთ-ერთი საუკეთესო შვეიცარული კომპანია „ეს-ჯი-ესი" მუშაობს. მათ სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულეს, მესამეს თვის ბოლოს მივიღებთ. დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს ტექდათვალიერების დროულად და ხარისხიანად ამოქმედებისთვის სპეციალური კამპანია დაიწყება. ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ერთ დღეს ყველა მანქანამ უნდა გაიაროს ერთდროულად, არა, ეს იქნება გეგმა გაწერილი ერთი თვის განმავლობაში", - აღნიშნა გახარიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×