რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უარის მიუხედავად, დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს 14:00 საათის შემდეგ უკვე შეუძლიათ, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 24 სექტემბერს მიმართა.

პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×