რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) ზემო ფონიჭალში მდებარე 70-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. მიზეზი საკანალიზაციო სისტემის მოშლა გახდა, რამაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნი გამოიწვია.

სკოლის დირექციამ სწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, განათლების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

ქუჩებში ადგილობრივ მოსახლეობას პირბადებიით უწევთ სიარული. ამასთან, ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

70-ე საჯარო სკოლაში კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და კომპანია GWP-ის წარმომადგენლები მივიდნენ.

მათი განცხადებით, საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლა თელეთის სასაკლაოდან ჩამორეცხილმა, ფრინველისა და ცხოველის, ნარჩენებმა გამოიწვია.

კოპალეიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სასაკლაო დაჯარიმდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×