რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

„ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„შსს-ს 550-მდე თანამშრომელი, მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და ალტერნეტიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს.

„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს დროში დასრულების მიზნით, დილიდან მუშაობა საქართველოსა და თურქეთის 2-მა ვერტმფრენმა განაახლა. ავიაცია ნახანძრალ ტერიტორიაზე სამუშაოებს კონტროლის მიზნით ახორციელებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×