რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) „არა ერთპარტიულ კონსტიტუციას" - ამ ლოზუნგით ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენით განხილვას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რაც დღეს პარლამნეტში ხდება სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.

„ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, რაც დღეს პარლამენტში ხდება. ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და მის განვითარებას უშლის ხელს" - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბაჩუკი ქარდავა.

აციას მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×