რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) "ნაც-ქოცური დემოკრატიის დასამარება" - მსგავსი ლოზუნგით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან აქცია პერფომანსი მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ჩასასვენებელი მიიტანეს და განაცხადეს, რომ მალე „ქართული ოცნება" სამუდამოდ დასამარდება.

"პარლამენტი დემოკრატიის მესაფლავეა და მალე „ქართული ოცნება" დასამრდება. დღეს იღებენ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც სამარცხვინოა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, პარლამენტში საგანგებოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით კენჭს უყრიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×