რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან გაიქცა - ისინი მართლა გაიქცნენ, - ასე გამოეხმაურა ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი კოლეგების მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვებას.

"ეს ბოიკოტი არაა, ეს დარბაზიდან გაქცევაა და ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ყველაფერი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიდან დაიწყო. მეორედ ეს იყო აგვისტოში, როდესაც ოპოზიციას ვთხოვეთ ჩამოეწერათ ის საკითხები, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაშიც, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ. ასეთი საკითხების ჩამონათვალი ოპოზიციამ არ წარმოგვიდგინა. მესამედ კი დღეს ვხედავთ, რომ ოპოზიცია ასევე გაიქცა დარბაზიდან. როდესაც ოპოზიცია სვამს შეკითხვებს, მათ პასუხის მიღების ეშინიათ. მათ დიალოგში შემოსვლის არავითარი რესურსი არ აქვთ", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე დისკუსიიდან გაქცევაში ასევე საქართველოს პრეზიდენტს ადამაშაულებს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა მასთან ერთად სატელევიზიო ეთერში დაჯდომას და კონსტიტუციაზე საუბარს თავი აარიდა.

"მე რამდენჯერმე შევთავაზე საქართველოს პრეზიდენტს, რომ სატელევიზიო ეთერში ერთად დავმსხდარიყავით და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთად გვესაუბრა. ისიც გაიქცა ამ შემოთავაზებიდან. ეს არის დღევანდელი ოპოზიციისთვის დამახასიათებელი ნიშანი. ისინი გარბიან, რადგან მათ პასუხების მოსმენის ეშინიათ. მათ დიალოგის და დისკუსიის ეშინიათ, რადგან ჩვენ წელში გამართულები ვართ და ზურგს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი გვიმაგრებს", - დასძინაკობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საგანგებოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით კენჭს უყრიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×