რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნულმა ლევან ბოძაშვილმა ელჩის პოსტზე უარი თქვა. ინფორმაციას „ინტერპრესნისუი" ავრცელებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბოძაშვილმა შესაბამისი პროცედურის დაწყებისთვის, ოფიციალური განცხადებით საგარეო უწყების ხელმძღვანელს უკვე მიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვა კანდიდატებთან მუშაობა.

ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ დანიშნა. მას უფლებამოსილების შესრულება ოქტომბრიდან უნდა დაეწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×