(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ქვეყნის მთავარი იურიდიული დოკუმენტის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვენყნებამდე, პარლამენტი კონსტიტუციურ პროექტს ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის.
იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს, მას საკანონმდებლო ორგანოსთვის მოტივირებული შენიშვნების წარდგენა და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევს.
შეგეხსენებთ, რომ პრეზიდენტის უარის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომა დღეს მაინც გაიმართა.
საპარლამენტო უმცირესობიდან "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.