რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, სხდომათა დარბაზში მყოფ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პარლამენტმა "ნადვიმად ისტორიული დოკუმენტი მიიღო".

" მინდა პარლამენტის წევრებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის საფუძველზეც ძალიან მყარი საფუძველი ეყრება ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. დიდი მადლობა ერთსულოვნებისთვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×