რეზონანსი
26.09.2017

 (რეზონანსი) პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დღეს მიღებული კონსტიტუციის დოკუმენტი მხოლოდ ერთ პარტიას ეკუთვნის.

"კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველას კუთვნილება, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ერთი პარტიის გარდა არავისი არ არის. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი - ერთხელ, ჩვენთან თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი შექმნილიყო და დემოკრატიული წესწყობილებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

დაადებს თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტს ვეტოს, ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×