(რეზონანსი) თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში" დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა" მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
"მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის" სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რაც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა" მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში, მეტროს მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე".
"გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან" ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისათვის ბოდიშს გიხდით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.