რეზონანსი
27.09.2017

 (რეზონანსი) უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 28 ათასი ადამიანი ევაკუირებულია.

კალინოვკაში ქვეყანაში სიდიდით მეორე სამხედრო საწყობი იწვის. ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულებიც. ხელისუფლება მომხდარს დივერსიად აფასებს.

საწყობიდან 50 კილომეტრის რადიუსში ფრენა აირძალა. ყველა ავტომაგისტრალი გადაკეტილია.

სხვადასხვა ცნობებით, კალინოვკაში, სამხედრო საწყობში 138 ათასი ტონა საბრძოლო მასა ინახებოდა. მათ შორის ზალპური ცეცხლის სისტემების რაკეტებიც.

კალინოვკაში, სამხედრო საწყობში ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 1000-ზე მეტი მეხანძრე მობილიზებულია. მიმდებარე ტერიტორია საგანგებო სიტუაციების სამსახურს გადაკეტილი აქვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×