(რეზონანსი) შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა თეთნულდზე მყოფი ორი პოლონელი ტურისტი გადაარჩინეს.
შსს-ის ცნობით, 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ ორი პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
„მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ.
„ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტები უსაფრთხო ადგილზე ვერ გადაიყვანეს, მაგრამ მათთან ერთად დარჩა მაშველთა ჯგუფი.
„გამთენიისას კი პოლონელი ტურისტები მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია შსს- ს განცხადებაში.