რეზონანსი
27.09.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, ფრიდონ ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩების მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, მოუწესრიგებელი ქუჩა, რომელზეც ძირითადად სატვირთო ავტომანქანები მოძრაობენ, საფრთხეს ქმნის.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მანქანის მოძრაობის გამო დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, რის გამოც დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერიისგან პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×