რეზონანსი
27.09.2017

 (რეზონანსი) ამ წუთებში საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელი ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ.

შეხვედრა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს.

ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

პრემიერი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩვენებიდან სამ დღეში ხვდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×