რეზონანსი
27.09.2017

 (რეზონანსი) ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ამ წუთებში ექსპერტიზაზე იმყოფება.

აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული.

იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ადვოკატი ირმა ჭკადუა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ფაქტზე აბესაძე 12 ივლისს დააკავეს. 13 ივლისს მას ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წაუყენეს. 14 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აბესაძეს, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×