რეზონანსი
27.09.2017

 (რეზონანსი) მარტვილის მუნიციპალიტეტის ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მგლების შემოსევაა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო პერიოდში მგელმა რამდენიმე შინაური პირუტყვი - ძროხა და ცხენი დაგლიჯა. ინფორმაციას „იმედი" ავრცელებს.

,, საღამოს ხუთი საათიდან სახლიდან გასვლის გვეშინია. გუშინ ცხენი დამიგლიჯა. ელემენტარულს ვითხოვთ, მოგვცენ მგლის მოკვლის უფლება, ან გამოყონ მონადირეთა ჯგუფი,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი გოჩა ფოჩხულა.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. როგორც ვედიდკარის ადმინისტრაციული ერთეულის უმცროსი სპეციალისტი ეკატერინე ფოჩხუა აცხადებს, გამგეობამ გარემოს დაცვის სამინისტროსგან ნებართვა უკვე აიღო, რათა ეს პრობლება უახლოეს მომავალში დროში მოგვარდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×