(რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მმართველ გუნდში ბევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პასუხი საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებაზე კონსტიტუციის წიანააღმდეგ მორიგი პიარკამპანიაა.
"მიუხედავად ამისა, თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ამ შეხვედრას პრაქტიკული მიზანი ჰქონდეს, ვთავაზობთ, შედგეს მისი და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც, მზად ვართ, პირადად ავუხსნათ პრეზიდენტს ჩვენი შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობის შესახებ. საქმე ეხება იმ საკითხებს, რომელიც ვენეციის კომისიასთან არის შეთანხმებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მათგანი სადავო არ არის და ვენეციის კომისიის გარდა, მას ეთანხმება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ის ნაწილიც კი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალ კონსტიტუციას აკრიტიკებდა", -განაცხადა მდინარაძემ.
პრეზიდენტი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ამ მიზნით, ხვალ 16:00 საათზე მარგველაშვილი პოლიტიკოსებს პრეზიდენტის სასახლეში ელოდება.