(რეზონანსი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ხუთი ათასი კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები საქართველოს ეკლესიას უფასოდ გადაეცემა. მთვარობის შესაბამის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ.
"1. „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5000 (ხუთი ათასი) კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
"2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება"- ნათქვამია ბრძანებაში.
თითბერი სპილენძის შენადნობებიდან ყველაზე გავრცელებულია. იგი ადვილად მუშავდება წნევით, ახასიათებს მაღალი მექანიკური თვისებები, ლამაზი ფერისაა და შედარებით იაფია. თითბერთაგან ამზადებენ ლენტებს, ფურცლებს, წნელებს, მილებს, მავთულს, სხმულებს.
თითბერისგან აგრეთვე მზადდება საეკლესიო ნივთები.