რეზონანსი
28.09.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კომუნიკაცია შედგა, თუმცა შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში უმრავლესობას მისი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს. კობახიძე ასევე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა პრეზიდენტთან თავადაც მივიდეს.

"თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და ეს შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ეს შეხვედრა გავმართოთ",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 16:00 საათისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილია კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელში მონაწილეობაც პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×