(რეზონანსი) ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა.
რამდენიმე სოფელში - მუხაესტატეში, ლეღვაში, წყავროკაში, ქაქუთსა და ზედა კონდოდში ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე მეწყერი ჩამოწვა.
ქობულეთის გამგებლის მოადგილის, მალხაზ რომანაძეს განცხადებით, წყავროკასა და ლეღვაში პრობლემები საცხოვებელ სახლებთანაც შეიქმნა. მისივე თქმით, მეწყერი სახლებთან ახლოს ჩამოწვა, თუმცა ოჯახების გაყვანა აუცილებელი არ გამხდარა.
მეწყერი ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზეც ჩამოწვა, რის გამოც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო.
ამ დროისთვის ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.