რეზონანსი
28.09.2017

 (რეზონანსი) საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციის გამართვის შემთხვევაში, "პატრიოტთა ალიანსი" მზად არის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდეს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.

"ჩვენ კონსტიტიციის ამ სახით მიღების წინააღმდეგი ვიყავით. ჩვენ ყოველთვის დავესწრებით შეხვედრას, რათა ამ მიმართულებით რაღაც გამოსწორდეს. კანონი არის საზოგადოებრივი შეთანხმება და კონსტიტუციის ირგვლივ განსაკუთრებული საზოგადოებრივი შეთანხმება უნდა იყოს, რაც სამწუხაროდ ვერ და არ მოხდა. მე ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში მეორედ ვხდები მოწმე თუ როგორ მიდის ხელისუფლება უზურპაციაზე და დიქტატურისკენ", - განაცხადა ადა მარშანიამ.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში, უმრავლესობას არჩილ თალაკვაძე წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არის შეხვედრაზე თავად მივიდეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 16:00 საათისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილია კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელში მონაწილეობაც პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×