რეზონანსი
28.09.2017

 (რეზონანსი) თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

პუტინი და ერდოღანი მსხვილი საერთო პროექტების რეალიზაციას შეაფასებენ და რეგიონში, კერძოდ, სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში, უსაფრთხოების სფეროში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.

ერდოღანსა და პუტინს შორის ბოლო შეხვედრა გერმანიაში „დიდი ოცეულის" სამიტზე შედგა. ორი ქვეყნის ლიდერებმა სირიის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, თურქეთის ნაკადის პროექტის განხორციელებასა და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე იმსჯელეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×