რეზონანსი
28.09.2017

 (რეზონანსი) ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები რამდენიმე დევნილი ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვები პუმქტის გადაკვეთით და ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლით იმუქრება.

მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის გუშინდელი განცხადების შემდეგ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებულ დევნილებთან დაკავშირებით სუბარმა განაცახადა, რომ შიმშილობით ბინების გადანაწილება არ ხდება.

"ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან ოთხი მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გრძნონებზე ითანაშონ. ბინები მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმებით ნაწილდება. წინა წლებში შანტაჟს შედეგი არ მოჰყოლია და ახლაც ასე იქნება. გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და რამდენ ქულიანმა უნდა მიიღოს ბინა ამ ეტაპზე, არ შეიცვლება და ამას ვერ დააჩქარებს კარვის გაშლა", - აღნიშნა სუბარმა.

ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ, ჭერი 22 სექტემბერს ჩამოინგრა. ამ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე კი იატაკი ჩაინგრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×