(რეზონანსი) გუშინ გვიან ღამით რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ, ფოთის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართული.
ადგილობრივები შექმნილ სიტუაცია გაუმართავ სატუმ სადგურებს და მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს აბრალებენ.
„ასეთი მდგომარეობა 20 წელია არ ყოფილა, ხუთივე ოთახში მუხლამდე წყალია. გაგვიფუჭდა მაცივარი, გაზქურა, ავეჯზე არაფერს ვამბობ. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცით ", -განაცხადა ადგილობრივმა ზაზა ნოზაძემ.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია მერიის სამსახურები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რომლის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, ფოთში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს.