რეზონანსი
28.09.2017

 (რეზონანსი) კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, 72 წლის გოგია ლაღიაშვილს თანასოფლელმა 23 წლის ახალგაზრდამ სასიკვდილო დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხშირად ავადმყოფობდა. თანასოფლელები ვერ საუბრობენ, რა შეიძელბოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი.

მკვლეობაში ბრალდებული, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×