რას მივიღებთ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ - "სიცოცხლით სავსე ქალაქს" თუ მმართველობით კრიზისს? თბილისში მერის არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობას, ძირითადად, ამ ფაქტორებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. კანდიდატები საკმაოდ ბევრია. მათ ზურგს პარტიული ნომენკლატურა უმაგრებთ გარდა ერთი კანდიდატისა, რომელიც ასე თუ ისე მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. ანალიტიკოსების მტკიცებით, დამოუკიდებელი კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში ვერ შეძლებს იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც დედაქალაქის წინაშე დგას. შეიძლება მივიღოთ მმართველობის კრიზისი და ჩაგდებული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. რის შედეგადაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით უნდა დაკომპლექტდეს წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო და არჩეული იქნას ქალაქის მეთაური.
თბილისის მერი პასუხისმგებელია ქალაქის ბიუჯეტსა და სამთავრობო საქმიანობების სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე. მისი შეთავაზებული გეგმები დაწვრილებით განიხილება თბილისის საკრებულოს მიერ. აღნიშნული გეგმების განხორციელება ხდება თბილისის მუნიციპალიტეტის უწყებებში. ამ პროცესებში სხვადასხვა გუნდის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებასა და მის აღსრულებაზე უარყოფიტად იმოქმედებს.
პოლიტოლოგების აზრით, იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმრჯვა, შეიქმნება არასტანდარტული მართველობა. თბილისის მერი იქნება უპარტიო პირი, საკარებულო კი პოლიტიკური ძალების მიერ დაკომპლექტდება (უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში იქნება). აქედან გამომდინარე, მერს ძალიან გაუძირდება ქალაქის სწრაფად და ეფექტურად მართვა. მას არ ექნება საკრებულოს ნდობის მანდატი. ეს კი გამოიწვევს საკრებულოში პროექტების ჩავარდნას და საბოლოოდ შეიქმნება მმართველობის კრიზისი.
"თბილისის მმართვა რთული განსახორციელებელია თუ მას არ ჰყავს თავის გუნდი. თუკი საკრებულოში არ ეყოლება უმრავლესობა, ერთგვარი კონფლიქტი წარმოიშობა მმართველობითსა და წარმომადგენელობით ორგანოს შორის. დამოუკიდებელ კანდიდატს კი ნაკლები შანსი აქვს, რომ საკრებულოში ნდობა ჰქონდეს. ამიტომ გაუჭირდება ამა თუ იმ პროექტების გატანა, დამტკიცება და შემდეგ განხორციელება.
მერი, როგორც ფიგურა, რასაკვირველია, უარღესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო. როდესაც საკრებულოც და მერიც ერთი გუნდის ხელშია გადაწყვეტილებების მიღებაც ბევრად მარტივია", - განუცხადა "რეზონანსს" ანალიტიკოსმა დავით ზარდიაშვილმა.
მისივე თქმით, დამოუკიდებელ კანდიდატსა და საკრებულოს შორის მუდმივი კონფლიქტი იქნება ეს კი მართველობის კრიზისს გამოიწვევს
"თუ საკრებულო იქნება პარტიის ხელში, მერი კი ფიგურა, შეიძლება მივიღოთ მუდმივი კონფლიქტი მასსა და საკრებულოს შორის. არ არის გამორიცხული, რომ საქმე მმართველობით კრიზისამდეც მივიდეს. ჩვენ განვიხილავთ ძალიან თეორიულ ვერსიას. დამოუკიდებელმა კანდიდატმა უნდა დააკომპლექტოს თბილისის მთავრობა, საქალაქო სამსახურის უფროსები, რომელიც უნდა წარუდგინოს საკრებულოს და თუკი ნდობა ვერ მოიპოვა, საკრებულო ჩააგდებს ამ კანდიდატურებს და მაშინ მმართველობის პრობლემა შეიქმნება", - აღნიშნა ზარდიაშვილმა.
მის აზრს იზიარებს ანალიტიკოსი ვაკა გორგილაძეც. მისი აზრით, დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქში იქნება სრული კოლაფსი.
"თბილისი არის ერთ-ერთი ურთულესი ურაბნული წარმონაქმნი საქართველოს ტერიტორიაზე. მისი მართვა არანაკლებ რთული და ძნელია, ვიდრე მთელი ქვეყნისა. აქ თავმოყრილია პრობლემები, რომელიც გროვდებოდა წლების განმავლობაში. ესენია ტრასპოპორტი, ქაოსური მშენებლობები, ეკოლიგია და სხვა. ამ ყველაფერს, გარდა მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილებისა, სჭირდება პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. მხარდაჭერა სხვადასხვა დონეებზე, რისი მიღწევაც დამოუკიდებელ კანდიდატს გაუჭირდება.
დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ქალაქში იქნება სრული კოლაფსი ყველა მიმართულებით. ვინაიდან მას არ ეყოლება არც გუნდი არც ადამანური რესუსრი, რომ შეძლოს მთავრობის დაკომპლქტება. დასავლეთშიც კი ძალზე პრობლემურია დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება, მით უფრო საქართველოში. მართველობითი კრიზისის გამოწვევის რეალური საფრთხე არსებობს", - აღნიშნა გორგილაძემ.
ცოტათი განსხავებული შეხედულება აქვს ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას. მისი აზრით, დამოუკიდებელი კანდიდატი შეძლებს მართველ ძალასთან თანამშრომლობას, თუმცა თეორიულად არც კრიზისის წინპირობას გამორიცხავს.
"დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ ქალაქის მმართვა შესაძლებლად მიმაჩნია იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. მერიაში პოლიტიკური ნიშნით მასობრივად თანამშრმლების გათავისუფლება აღარ ხდება. საერთო ჯამში, მოხერხდა საერთო ენის გამონახვა სხვადსხვა დროს დასაქმებულ თანამშრომლებს შორის. არანაირი უხერხულობა არ იქნება, თუკი გამარჯვების შემთხვევაში დამოუკიდებელი კანდიდატი მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას მოახერხებს, თუმცა შეიძლება რეალურად სხვა სცენარიც გათამაშდეს და კრიზისიც წარმოიშვას", - ამბობს გამზარდია.