რეზონანსი
28.09.2017

 (რეზონანსი) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა ჩაატარა. საია საჯარო ინფორმაციების გამჭვირვალობას 8 თვის განმავლობაში აკვირდებოდა.

საია-ს კვლევის მიხედვით, 277 განცხადებიდან 184 განცხადებაზე (66,4%) ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილი პასუხი გასცეს, ხოლო 32 შემთხვევაში (11,6%) ნაწილობრივი. გარდა ამისა, 26 განცხადების შემთხვევაში (9,4%) ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი განაცხადეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, 24 განცხადება (8,7%) უპასუხოდ დატოვეს.

საია-ს ცნობით, გამოწვევად რჩება მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაცემა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის ვადის დარღვევით გაცემის წინააღმდეგ ეფექტურ მექანიზმებს არ ითვალისწინებს და ყველა ასეთი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.

საია-ს ცნობით, გაგზავნილი 277 განცხადებიდან ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საერთოდ უპასუხოდ დარჩა 24 განცხადება. ყველაზე ხშირად უპასუხოდ განცხადებებს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალი სასამართლო დაწესებულები ტოვებდნენ. ყველაზე ხშირად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (7 შემთხვევა) და თბილისის საქალაქო სასამართლო (6 შემთხვევა) აცხადებდნენ.

საია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×